1944 წლის 14
ნოემბერს
საქართველოს
სამხრეთ
პროვინციის ხუთ
რაიონში სატვირთო
მანქანების
უსასრულო რიგი
გამოჩნდა.
საბჭოთა კავშირის
უშიშროების
სამინისტროს
ჯარის
ქვედანაყოფებმა
ახალციხის,
ასპინძის,
ადიგენის,
ნინოწმინდის და
ახალქალაქის
რაიონებში
მცხოვრებ
მუსულმანებს
სოფლის ცენტრებში
თავი მოუყარეს.
ასი
ათასამდე
ადამიანი სამხრეთ
საქართველოს 220
სოფლიდან ერთ
ღამეში აყარეს და
შუა აზიის გზას
გაუყენეს.
ადგილობრივ
მუსლიმანებს,
ბრალი ნაცისტური
გერმანიის
მოკავშირე
თურქეთთან
თანამშრომლობასა
და საბჭოთა
კავშირის
წინააღმდეგ
ძირგამომთხრელ
საქმიანობაში
ედებოდათ.
გასახლების
საიდუმლო
ინსტრუქტაჟში ეს
ხალხი თურქებად
არიან
მოხსებებულნი.
ამ
საიდუმლო
ოპერაციის
ავტორები კრემლის
ორი ქართველი
ლავრენტი ბერია
და იოსებ სტალინი
იყვნენ.
ვინ
არის ის ხალხი,
ვისაც დღეს თურქ
მესხებს
უწოდებენ?